თავდაცვიდან ჯანდაცვაში - პრემიერმა ახალი მინისტრი წარადგინა

თავდაცვიდან ჯანდაცვაში - პრემიერმა ახალი მინისტრი წარადგინა

access_time2021-12-27 11:18:57

ჯანდაცვის მინისტრად პრემიერ-მინისტრმა ზურაბ აზარაშვილის კანდიდატურა წარადგინა. 



ზურაბ აზარაშვილი ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.



„ბატონი ზურა გახლავთ ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი. მას ფინანსების მართვის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. არის ძალიან კარგი, ძლიერი მენეჯერი. ამაში თავად დავრწმუნდით, როცა მე თავდაცვის მინისტრი ვიყავი. ბატონი ზურა მაშინ „დელტას“, ასევე, თბილავიამშენის ხელმძღვანელი იყო. მისი უშუალო ხელმძღვანელობით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, როგორიცაა საქართველოს ავიაციის აღდგენა, უამრავი სხვა პროექტი, რომელიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას და ა.შ. ბატონი ზურა არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.


„მადლობა პრემიერს იმ უდიდესი ნდობითვის, რაც ჩემ მიმართ გამოიჩინა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.



როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, მისთვის აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობა დიდ პასუხისმგებლობას წარმოადგენს.




„ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა უდიდესი გამოწვევებით სავსე სამინისტროს მართვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერისა და მთავრობის გუნდის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას“, - განაცხადა აზარაშვილმა.



ჯანდაცვის მომავალი მინისტრი მანამდე ტერაბანკში, კორ-სტანდარტ ბანკსა და ქართუ ბანკში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. იყო თბილავიამშენის გენერალური დირექტორი და დელტას ხელმძღვანელი.



ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეკა ტიკარაძემ თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა.



ახალი მინისტრის დანიშვნამდე ეკატერინე ტიკარაძე მოვალეობის შემსრულებლად რჩებოდა.



რაც შეეხება აზარაშვილის ქონებრივ თუ ფინანსურ მდგომარეობას, როგორც მის მიერ 2021 წლის 17 აპრილს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, აზარაშვილის შემოსავალმა „დელტას“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე 2020 წლის 10 მარტიდან 31 დეკემბრის პერიოდში - 58 362 ლარი; „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორის პოსტზე 2020 წლის 24 აპრილიდან 31 დეკემბრის პერიოდში 46 199 ლარი; „ტერაბანკის“ კომერციული დირექტორის თანამდებობაზე 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 11 მარტის პერიოდში - 174 870 ლარი; „დელტა ინტერნეიშენალის“ წარმომადგენლად მუშაობისას კი 2020 წლის 26 მარტიდან 31 დეკემბრის პერიოდში 4 643 ლარი შეადგინა. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში თბილისში, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ჰქონდა, რომელიც 2017 წელს აქვს შეძენილი.



მის ფინანსურ მდგომარეობას რაც შეეხება, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 6 480 ლარი, 24 907 ევრო, 1 860 დოლარი, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი (ავტომობილის რეალიზაციიდან) 15 000 ლარი და 5 000 დოლარი ჰქონდა. მასვე საჩუქრის სახით თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული აქვს 2 500 ლარის ღირებულების იარაღი.



ამასთან, როგორ დეკლარაციიდან ირკვევა ზურაბ აზარაშვილს ჰყავს მეუღლე და 5 შვილი. მისი ერთ-ერთი შვილი ფლობს ბინას თბილისში, რომელიც 2019 წელს მამისგან ჩუქებით აქვს მიღებული. ასევე მის საკუთრებაშია ავტომობილი „ტოიოტა პრადო“, რომელიც 2019 წელს 54 000 ლარად აქვს შეძენილი. ამასთან, აზარაშვილის მეუღლესა და შვილებს დეკლარაციის შევსების დროს საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 3 114 ლარი და 650 დოლარი ჰქონდათ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up