ზურაბ აბაშიძე - ევროკავშირის წევრობის გზაზე გამარჯვება საქართველოს და უკრაინის მხარეს იქნება

ზურაბ აბაშიძე - ევროკავშირის წევრობის გზაზე გამარჯვება საქართველოს და უკრაინის მხარეს იქნება

access_time2022-04-15 22:30:00

ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს უკრაინასთან ერთად, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.


ზურაბ აბაშიძის თქმით, ევროკავშირის წევრობის კითხვარის განხილვაში მონაწილეობა ყველამ უნდა მიიღოს, რათა ქართველმა ერმა თავის სანუკვარ მიზანს დაჩქარებული ტემპებით მიაღწიოს.


„ერთიანობა მნიშვნელოვანია. ის უნდა იყოს კონსოლიდირებული და ჩასაფრებულის პოზიციას ადგილი არ უნდა ჰქონდეს, რაც ჩვენ წინა წლებში უკვე ვიხილეთ, როდესაც იყო სკეპტიციზმი ასოცირების ხელშეკრულებაზე, იყო სკეპტიციზმი ვიზალიბერალიზაციაზე მაგრამ დღეს ეს ყველაფერი რეალობაა. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის წევრობის გზაზე გამარჯვება საქართველოს და უკრაინის მხარეს იქნება“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.


მან უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატა.



„საქართველომ უკრაინისადმი სოლიდარობა კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით არაერთხელ გამოხატა. უახლოეს მომავალში საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მეთაურობით, უკრაინაში მიემგზავრება, სადაც საომარი მდგომარეობის პირობებში უკვე ადგილზე გამოხატავს მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ.


საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან საქართველომ აქტიურად დაიწყო ზრუნვა უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარულ დახმარებაზე. შედეგად, უკრაინის სახელმწიფო ფოსტის (Ukrposhta) მონაცემების თანახმად, საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით. ამავე უწყების ცნობით, საქართველო დასახელდა იმ 14 ქვეყანას შორის, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, უფასოდ გაგზავნონ საფოსტო გზავნილები უკრაინის მიმართულებით“,- განაცხადა სხდომაზე ზურაბ აბაშიძემ.


მისივე თქმით, უკრაინის მოქალაქეები სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ბავშვთა გასართობი ცენტრებით, მუზეუმებით, თეატრებით, საცურაო აუზებით, სპორტული ინფრასტრუქტურით, სახელოვნებო სკოლების სერვისითა და ბაგა-ბაღების მომსახურებით. თბილისის მერიის ორგანიზებით ბელიაშვილის ქუჩაზე უზრუნველყოფილია ჰუმანიტარული დახმარების მიმღები პუნქტის გახსნაც, სადაც ნებისმიერ ადამიანს კომპანიასა, თუ ორგანიზაციას პირველადი მოხმარების ნივთებისა და პროდუქტების ადგილზე მიტანით, შეუძლია ჩაერთოს ჰუმანიტარული დახმარების კამპანიაში.


„უკრაინელი მოქალაქეების საჭიროებების უზრუნველყოფისა და მათთვის ხელსაყრელი საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, თბილისის საკრებულოში შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც თბილისის საკრებულოსა და უკრაინის დიასპორის წარმომადგენლებს აერთიანებს. ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რაც გვაძლევს საშუალებას, თბილისში მყოფ უკრაინელებთან გვქონდეს მუდმივი კომუნიკაცია და აქტიურად გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.


ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up