ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილება შიდაპარტიულ ამბავს უკავშირდება. ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
როგორც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, ის გრიგოლ ვაშაძეს ერთ რამეში ცალსახად ეთანხმება და ეს ელჩების კრიტიკაა, რომელიც მისთვისაც მიუღებელია.
„გრიგოლ ვაშაძეს ერთ რამეში ცალსახად ვეთანხმები, ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ელჩების კრიტიკა არც მე მგონია სწორი, მათ შორის უხეში ფორმით. სხვა მხრივ, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული ამბავია, ხდება ასეთი რაღაცებიც.
მე ვისზე რა უნდა ვთქვა, ჩვენი პარტიაც გაიყო ახლახანს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძე.
გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.
გრიგოლ ვაშაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია.
imedinews.ge