საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა ქალ ლიდერთა ერთობლივ მოწოდებას ავღანეთში ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვისა და გაძლიერების შესახებ. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინსიტრაცია ავრცელებს.
მოწოდება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი შეუერთდა სლოვაკეთის პრეზიდენტის, ზუზანა ჩაპუტოვასა და ისლანდიის პრემიერმინისტრის, კატრინ იაკობსდოტირის ინიციატივაა.
"ჩვენ, ლიდერ ქალებს, გვინდა დავარწმუნოთ ავღანელი ქალები და გოგონები, რომ ყურადღებით დავაკვირდებით მათ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და გავაგრძელებთ მათი უფლებებისა და შესაძლებლობების მხარდაჭერას". - ნათქვამია ქალი ლიდერების მოწოდებაში, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, დიდი ყურადღება გაამახვილონ იმ ადამიანების მდგომარეობასა და უფლებებზე, ვინც ამჟამად ავღანეთში ყველაზე დაუცველია.
მოწოდებას შეუერთდა დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიქსენი, ესტონეთის პრემიერმინისტი კაია კალასი, ფინეთის პრემიერმინისტრი სანა მარინი, საბერძნეთის პრეზიდენტი ეკატერინისაკელაროპულუ, ლიეტუვისპრემიერმინისტრი ინგრიდა სიმონიტე, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ, ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრიჯასინდა არდენი და ნორვეგიის პრემიერმინისტრი ერნა სოლბერგი.
Tabula.ge