ზვიად შალამბერიძე - იმერეთში, ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში 4 მილიარდ ნახევარი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა

ზვიად შალამბერიძე - იმერეთში, ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში 4 მილიარდ ნახევარი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა

access_time2021-09-03 18:23:06

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ „ქართული ოცნების“ თერჯოლის მერობის კანდიდატის ლაშა გოგიაშვილის წარდგენაზე იმერეთში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.



მხარის რწმუნებულის განცხადებით, იმერეთში ბოლო წლების განმავლობაში, სახელისუფლებო გუნდის ,,ქართული ოცნების“ პერიოდში, რეგიონში 4 მილიარდ ნახევარი ლარის პროექტებია განხორციელებული. ასევე, 450 სოფლამდე მისასვლელი ცენტრალური გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებია განხორციელდა. გამომდინარე აქედან რეგიონის 542 სოფლიდან თითქმის 80 პროცენტში არის საავტომობილო გზა. 2012 წლამდე კი გზა დაახლოებით 80-მდე სოფელს ქონდა.



ზვიად შალამბერიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა რეგიონის გაზიფიცირებაზე. მისი თქმით, თერჯოლა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, რომელიც სრულად არის გაზიფიცირებული. იმერეთის 542 სოფლიდან 239 სოფელი უკვე გაზიფიცირებულია. 2012 წლამდე და 2012 წელსაც მხოლოდ 59 სოფელს მიეწოდებოდა გაზი. მხარის რწმუნებულის განცხადებით, მხოლოდ ამ შედარებიდანაც შეგვიძლია დავინახოთ ვინ აკეთებს სახალხო საქმეს და ვინ არ აკეთებს და მანამდე ვიზე იყო ყველაფერი მორგებული.




„წინა მთავრობის პერიოდში პროექტები ხორციელდებოდა რამდენიმე ადამიანის სურვილით, მათი ბელადი გადაწყვეტდა და ასეულობით მილიონ ლარს ხარჯავდნენ პროექტებზე, რომლებიც ნამდვილად არ იყო სიკეთის მომტანი მოსახლეობისთვის. შემიძლია ერთ მაგალითზე ვისაუბრო, აქედან არც თუ ისე შორს, ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომელზე 360 მილიონი ლარი დაიხარჯა. 360 მილიონი ლარით ჩვენ შეგვეძლო იმერეთში 150-მდე სოფელში მიგვეყვანა ცენტრალური გზა. ადგილობრივებს მუდმივად ვეკითხებით თუ რა სურთ, რა უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტში. ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასევე, ევროკავშირის მხარდაჭერით. ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებას ვაპირებთ მუნიციპალიტეტებში. თერჯოლა არის გამორჩეული განათლების კუთხით. რამდენიმე ახალი სკოლა აშენდა და მიმდინარეობს სკოლების რეაბილიტაცია. ეს პროცესი გაგრძელდება და ნამდვილად იქნება შეუქცევადი. ყველა სკოლა, ყველა ბაღი, რომელშიც ჩვენი შვილები სწავლობენ იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. ამ პროცესში, დარწმუნებული ვარ ძალიან დიდ როლს შეასრულებს მომავალი მერი. მომავალშიც ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი, რომელიც თერჯოლის რეგიონს მეტ შესაძლებლობებს მისცემს“ - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up